თარგმნა ვალო ჩაჩუამ არის თუ არა მსგავსება წარსულში? ერთი მატარებელი, რომელიც მიქრის, მოძრავი ფიგურები, დევნები, ადევნებები - პირველ კინოლენტებში. გასულიერებული სიბრტყე უკვე სიამოვნებას გვანიჭებდა. მაყურებელი მოხიბლული იყო კინოს შესაძლებლობით ზუსტად გადმოეცა მოძრაობა, ამიტომ კინოსურათების საწყისი დაფუძნებულია პინკერტონებით სავსე ქუჩებისა და რევოლვერებიანი რომანების ჟანრზე. კულისების ნაძირლები ეკრანზე იმანჭებიან - პირი ოდნავ კი არ იღებოდა, არამედ - სრულად, კი არ იცინოდნენ, - ხარხარებდნენ, კი არ დადიოდნენ,
თარგმნა დავით ჩიხლაძემ 1961 (ფილმის საუნდტრეკი) ჩვენ არ ვიცით რა ვთქვათ. მეორდება სიტყვების თანმიმდევრობა; ჟესტები ამოცნობილია. ჩვენს გარეთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მეთოდი ათვისებულია, ზოგიერთი შედეგი მოწმდება. ხშირად ეს სახალისოა. მაგრამ რამდენი რამ არის, რაც ჩვენ გვინდოდა და არ იქნა მიღწეული, ან მხოლოდ ნაწილობრივ და არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. როგორი კომუნიკაცია გვინდოდა, ან განვიცადეთ, ან მხოლოდ ვასიმულირეთ? რომელი რეალური პროექტი
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ დედაჩემს დედაჩემის პური მენატრება, დედაჩემის ყავა, დედაჩემის ალერსი
თარგმნა: ვასო გულეური თუ დამივიწყებ მინდა ერთი რამ დაიმახსოვრო. შენ კარგად იცი: როცა შევყურებ ფეხაკრეფით შემოპარულ შემოდგომას ჩემი ფანჯრიდან, ალისფერ რტოს, ბროლივით მთვარეს, თუ ხელს შევახებ ცეცხლის პირას ჩანავლულ ნახშირს ან დაღარულ შეშის ზედაპირს, ყოველივე შენთან მაბრუნებს, თითქოს ყოველი, რაც კი არსებობს: სურნელება, შუქი, ლითონი, ხომალდებია და მოცურავენ შენი პატარა კუნძულებისკენ, მე რომ ასე გულმოდგინედ მელოდებიან. ახლა კი, თუკი შენ თანდათან გადამიყვარებ მეც შეველევი შენს სიყვარულს თანდათანობით. და თუ უეცრად გადამივიწყებ, ნუღარ მომძებნი, მე ასევე გადაგივიწყებ. თუკი ფიქრობ, რომ დრო გავიდა და
თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე მიყვარს შენი ფერი ყავის, შენი თმები ყავის, შენი ყელი ყავის. მიყვარს, როცა ცეკვავ ჩემთვის, გამიელვებს როცა ყურთან ჟღერა სამაჯურთა, ლამაზ სამაჯურთა, შენი ცეკვის ტემპს რომ ერთვის. ფერი ყავის, მიყვარს შენი ფერი ყავის. რა საოცარ ალში მახვევ ამ სიამის მნახველს, თეძოებს რომ არხევ, ნაზად არწევ თვალ-წამწამებს
თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე ამსტერდამი ამსტერდამის პორტში მეზღვაური მღერის იმ განცდაზე, ხმელეთს დაბრუნებულს რომ სდევს. ამსტერდამის პორტში მეზღვაურებს სძინავთ, ვით ნაპირზე მძიმედ ჩამოშვებულ დროშებს. ამსტერდამის პორტში თავს იხრჩობენ ურჩად მეზღვაურნი ლუდში, დრამასა და შფოთში. ამსტერდამის პორტში, მეზღვაურთა წყება კვლავაც იბადება ოკეანურ შტორმში. ამსტერდამის პორტში მეზღვაურებს შიათ, სუფრა გაუშლიათ უქათქათეს ჰოლში. კბილები აქვთ ლამის დანა-ჩანგლის მცვეთი, ბაგირების მკვნეტი და ჩამკბეჩი მთვარის. თევზის სუნი ასდის მოშიშხინე ფრიტებს, თეფში რომ ვერ იტევს და იყრიან მაინც. შეჭამენ და ბოხი ხმით ატეხენ ხარხარს, შეიკრავენ ხვანჯარს, წავლენ ბოყინ-ბოყინ. ამსტერდამის პორტში, მეზღვაურთა ცეკვას ღამე ეშხში შეჰყავს, ღამე მოჰყავს ხოშზე. რიტმისაგან მთვრალებს, გული როკვით უცემთ და მუცელზე
