ედუარ აზური – ლიბანი

პოეზიათარგმანიმაისი 29, 20269 Views

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

 

აქ დღეებს უბე ფორთოხლების სუნით ევსებათ,

აქ ვენახია და ხეხილი აღთქმული მიწის,

აქ მუხამ ტაძრის შესასვლელის მოჩრდილვა იცის,

ხოლო მეცხვარემ – სალამურის მწარედ კვნესება.

 

აქ ნახავთ წყაროს, ქონდრის ფოთლებს შორის მორბენალს,

ნახავთ მოლაღურს, სტვენა-სტვენით რომ მისდევს  ფუტკარს,

აქ ხეივანი მთით ნაბერი ნიავით სუნთქავს

და ფიჭვის წვერზე შემომჯდარა ჭრიჭინობელა.

 

აქ საფლავია ადონისის, აკვანი სიტყვის,

ეს არის მიწა, სადაც კვლავაც მეფობს კედარი,

მისი სახელი არის „ლურჯი“ და ისე ითქმის,

 

როგორც გულისთვის ლოცვა, ანდა ბაგისთვის ვნება,

რომელიც ამბობს: „ნეტარია, სამგზის ნეტარი,

ვისაც ლიბანში თხისთვის ბაგა მოეპოვება“.

0 Votes: 0 Upvotes, 0 Downvotes (0 Points)

დონაცია

Advertisement

Follow
Search
ხშირად ნანახი
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...