ბოლო ჩანაწერები

ანა რეხვიაშვილი

ავტორი
ბიოგრაფია

ანა რეხვიაშვილი – მკვლევარი და კურატორი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების კურსდამთავრებული. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საბჭოთა და თანამედროვე ხელოვნებას, კულტურის პოლიტიკისა და იდეოლოგიის ანალიზს, ასევე ფსიქოანალიტიკური თეორიებისა და ვიზუალური კულტურის ურთიერთმიმართებას – სხეულის, იდენტობისა და ტრავმის რეპრეზენტაციაზე ფოკუსირებით.

2023 წლიდან ანა აქტიურად მონაწილეობს კურატორულ სფეროში. იგი არის სხვადასხვა სტუდენტური ინიციატივისა და საგამოფენო პროექტის თანაავტორი, მათ შორის საერთაშორისო გამოფენის – The Children of Resistance, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ წინააღმდეგობას მიეძღვნა.

პარალელურად, მუშაობს საგანმანათლებლო პროგრამებსა და საჯარო ლექციების სერიებზე, რომლებიც კულტურის, მეხსიერებისა და პოლიტიკური წინააღმდეგობის საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში განიხილავს.

Contact:

rekhviashviliana669@gmail.com