ბიოგრაფია
2019 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, რის შემდეგაც ბარსელონას უნივერსიტეტში თავისუფალი მსმენელის სტატუსით ესპანური ლიტერატურის კურსს ესწრებოდა. 2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი რომანულ ფილოლოგიაში. ამავე პერიოდში, „ერაზმუსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტში, ფრანგული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კურსი გაიარა.
სხვადასხვა დროს მარიამი ეწეოდა მთარგმნელობით და სარედაქციო საქმიანობას; მუშაობდა ინგლისური, ფრანგული და ესპანური ენების პედაგოგად. უცხო ენებთან ერთად, იგი აქტიურად ასწავლის ქართულ ენას და უცხოელებს ადგილობრივ კულტურას აცნობს.
