გამოეარათ ჯვაროსნებს საქართველოში და გაყოლოდათ აღმოსავლეთის ლაშქრობებში ამ ლექსების ავტორი, უკან რომ ჩამოვიდოდა, ასე დაიწყებდა წერას. იქითობისას რაინდების ამბავს გაიგებდა, აქეთობისას ომარ ხაიამის აზრსა და ჯერ არდაბადებული ჰაფეზის ვარდს წამოიღებდა და მისი პოეტური ენაც ასე შეიქმნებოდა. ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს აღმოსავლური პოეზია და მასში სიცოცხლისა და სიყვარულის უბადლო პაექრობა შეუნიშნავს, წაუკითხავს ევროპული ლექსი და გაუგია რა არის რომანტიზმი,
ამ წლის პირველი ლექსი უსარგებლოა წუხილი, სევდა - დაწერე, თითქოს მიხმობ შენთან. Abandon hope, all ye who enter here - მზის ირგვლივ ნაცნობ არეთა გზას კვლავ დააგა ჩვენი პლანეტა, მჯდომარეთა და მწოლარეთა. და მდგომარეთა. როგორც ამბობენ უახლეს დროის წმინდა ამბები, რაც კი რამ ხდება, ყველა ამბავი - განმავლობაში თოთხმეტ მილიარდ წლის - უკანასკნელ სიზმრის წილია, იმის, ვისაც არ დაუძინია და არასოდეს გამოიღვიძებს. ამ უმიზეზო, უხილავ სიზმრის ძლიერ, ჯანმრთელ და ბედნიერ ხიზნებს სასიკეთო და ყურადსაღები ცვლილების
(პოემა) 1. ვისი ტანკები დაიკავებს ამ ფართე გამზირს? ვისი ხელები მოიქნევენ ბოლოჯერ დროშას? შიში, რომელსაც სკამს ვაცლიდით, ჯერ ისევ აქ ზის, სულის შებერვით რომ გვათბობს და სიცივით გვთოშავს. როცა კორდონთან შიში ამბობს - „ხელი გამიშვი!“ როცა წასული გეგონა და უკან დაბრუნდა, ნახელკეტარი ყველა ნეკნი არის - კლავიში, რომელზეც რეჟიმს სხვა მუსიკის დაწერა სურდა. მაგრამ ნოტები შენს ხელთაა, ამიტომ სხვა ხმით იმღერე ისე, რომ გაიგოს მთელმა უბანმა, გაიგონ იმათ, ვინც დარაჯობს - მარცხნივ ან მარჯვნივ, გაიგოს ყველა სახიერმა, თუნდაც უგვანმა. რომ თუ ახალ ხმას
ზურა რთველიაშვილს მე არ ვიცი როდის დავმეგობრდით გაცნობის მომენტსაც კი ვერ ვიხსენებ თითქოს ამას დასაწყისი არც ჰქონია ღია სივრცის ადამიანი იყო ეს იყო ციხის საწინააღმდეგო ადამიანი ასეთი იყო ის როცა ჩემს თეატრალურ ჯგუფში მოვიდა ბალეტის სკოლაში, ასეთი იყო მერეც, დაუნანებელი თავის თავის, როცა ამერიკიდან ჩამოვედი, მას არ ერიდებოდა მეგობრობა დ მხარდაჭერა ის არ იყო კარიერისტი მაგრამ აჩვენა კარიერისტებს, თუ რა და როგორ შეიძლებოდა მას შეეძლო დაელია სპირტიანი და
xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე მიწევდა ყიდვა, იმ ქალისგან რომელიც ყველაზე იაფად ყიდდა ყველაზე ლამაზ, სურნელოვან ყვავილებს. წელს არცერთი ყვავილი მიყიდია, არც ის ქალი მინახავს, არც ლარნაკი გამიმზადებია. წელს ყველაფერი სხვანაირადაა, წელს ჩემი სული არ ყვავილობს. xxx ჩემი ვენა საცერს გავს, იმდენი სისხლი ავიღე ნეტა ძარღვებში რაღა დაქრის. ჩემი სისხლით უნდა დაგხატო, ჩემი
„ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ - აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით, ბანი, მეორე ხმა და პირველი ხმა აქებს: ბანი (მეთოდიოს პატარელი[1]), მეორე ხმა (პლატონი) და პირველი ხმა (ავტორი) - ეს არის შეუზღუდავი ხმათასვლა, ურთიერთშეპასუხება, პარალელიზმი, პლატონისეული დიალოგის სიუჟეტური ფორმატი რომ
