ბოლო ჩანაწერები

ლექსი მძიმე დღის ნათელისა
(ჩემს მეგობარ მონაზონ გოგონას ნინოს)

ქადაგებაი წმიდისა ილია მეორისა,
სრულიად კათალიკოს-პატრიარქისა
სიონსა შინა, თბილისსა, ამა წლის აპრილისა შვიდსა,
ვმსახურებდი
და ვიდექ აქა,
სამყოფელსა შიგან ბოროტსა და კეთილისასა, განვივლტოდი და
მაბრუნებდა ძალაი უხილავი ჩემის თვალთათვის
სი-ენ-ენს ყალბსა, წუმპესა ინფორმაციისასა
საჭვრეტასა, თავბრუის ტრიალითა და კოსუმოსით
ქალასა შიგან, სიყვარულით ნაკლულთაი დათა და
ძმათა შორის, იუგოსლავიის მეტეორნი ცეცხლთა ქალაქის
წარმოგზავნილნი და წარმხოცელნი,
თვალნი ქალისა და წარბნი, ბაგენი, სიტყვაი საყვედურისა
სახელმწიფოსი
მიმართ ქრისტიანეთასა დუმილად მდგომთა უცნობ სახლ-კართა,
თმანი
შეღებილნი ოქროსა ფერსა ანუ ინასა ალისფერისა, ღვთისა
სიტყუაი დარჩენილი უდაბნოსა შინა უმწეოდ, რომელსა
ფარავს სიტყუაი მკრთომი რადიოთა და ეთერთა შორის, სიტყუაი
ბეჭდილ,
რომელ წარხოცავს დჰარმასა ღვთიურსა და შეაწუხებს გულსა
კაცთასა უგუნებოდ და ნების აღმფხვრელ.
თვალნი ქალისა მიმზერენ, როგორც ღმერთის ლამპარი, არა უტყვნი,
მინდობილნი სიზმარს ცხოვრებას, როგორც დუმილით დევნის
წყალი ტალღებს საკუთართ უხილავისგან სათავისგან, ანდა
ქარნი მარხვიან თვისთა სიცელქედ ამა მწუხარეთ შორის.
აღმუხდის მზეი, გაკაშკაშდა ჩვენი სადგომი მთიდან მთამდის,
სივრცე უჰლევი, გასხივოსნდა
სიმშვიდის შუქით ტერიტორია მინდვრის და ტყეთა. გემნი
აღიძვრიან
დასაპყრობად სიზმარ-სიცოცხლის, და ფრთებს განშლიან
თოლიანი
დაბადების თუ სიკვდილის წინარ, სარეცლებზე წელების და
მიწის.
აღმუხდის მზეი, ცნობას წარადგენს კაცი ყოველი, ვის რა დააკლდა,
პური ან ღვინო, ბოსტნეული ხელთუპყრობელი,
სიტყვა ღვთიური, ვით უმრუდეს მაშხალთა ხმებით, ეშმაკნი
უხსნედ ატრაქციონს ლუნა პარკს გარდმო, და
ყულა სიტყუა ბეჭდურია არქივების საიდუმლოთა.
სიხარული მომდინარეობს სიყვარულისგან, არა არქივი, არა ცნობა,
არა ხსოვნანი უსარგებლო ყოველ სულდგმულთა, გადაგდებული
თაიგულები, დაშვებულნი აფრანი გულის, აჰა ესერა კვალად
აღმართნენ, მზენი, ალამნი და გულსაკიდნი ამოტვიფრულნი,
მუხლის ცემანი
წინაშე ღმერთის, წინაშე კაცის, კაცის და ქალის,
ცეცხლი საღამოს, მახვილი დილის და ცეცხლი ღამით.

7 აპრილი, 1999 წ.