თარგმნა მარიამ მახარაძემ
ვლადიმერ მაიაკოვსკი
შინ შემოხვედი ისე მკაცრი, მეუბნებოდა ეგ სიმკაცრე “ ადექი წადი!”
ზამშის ხელთათმანს აწვალებდი მოუხეშავი, მერე აცხადე:
“ვთხოვდები, (გტოვებ).”
არაფერია.
მოვიკრებ ძალას.
მშვიდი ვარ ძლიერ-დამაკვირდი!
ამგვარად მშვიდი
მკვდრის პულსი იყოს შეიძლება,
მხოლოდ და ზოგჯერ.
სერგეი ესეინინი
მშვიდობით ჩემო მეგობარო, ნახვამდის, კარგად.
ძვირფასო – ჩემი გულის სიღრმეს მიკრული რომ ხარ,
იცოდე, განზრახ გადაწყვეტილ ამ განშორებას,
ჩემთვის პირობა ხელახალი შეხვედრის მოაქვს.
ნახვამდის ჩემო მეგობარო, ხელის ან სიტყვის
გარეშე და გთხოვ, შუბლი სევდას ნუ მისცემია,
ამგვარ ყოფაში სიკვდილი ხომ ძალიან ძველი,
სიცოცხლესავით არახალი გაკვეთილია.
მარინა ცვეტაევა
მზე -ერთია და მთელს ქალქს უვლის.
მზე- ჩემია და არ გავუყოფ არვის აროდეს.
არც ერთი წუთით, არც სხივით და არც თვალის მოკვრით-
არვის. აროდეს!
დე, დამღუპავი იყოს ბნელი, ქალაქის ღამე!
ხელში ავიყვან!- წრეზე ბრუნვა რომ ვეღარ შეძლოს!
დე, დამითუთქოს ჩემი ყველა საღი ნაწილი!
დავედევნები- თუ გაქრება ამ ცხად ღამეში…
შენ, ჩემო მზეო, არავისთვის არ მემეტები!