თარგმნა ანრი კიკნაველიძემ მე ვარ ხალხი — ბრბო — თავყრილობა — მასა. იცი, რომ ამქვეყნად ყველა დიდი საქმე ჩემით კეთდება? მე ვარ მუშა, გამომგონებელი, შემოქმედი მთელი მსოფლიოს საკვების და სამოსის. მე ვარ მაყურებელი, მოწმე ისტორიის. ჩემგან გამოდიან ნაპოლეონები და ლინკოლნები. კვდებიან. შემდეგ კი ახალ ნაპოლეონებს და ლინკოლნებს ვშობ. მე ვარ ნიადაგი ნაყოფიერი. მე ვარ ყამირი, რომელიც გაუძლებს მრავალჯერ დახვნას. საშინელი ქარიშხლები გადაივლიან ჩემს თავზე. მე
თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა ნაომი გინსბერგს 1894 - 1956 I უცნაურია ფიქრი შენზე, ვინც გაქრი კორსეტებისა და სამაგრების გარეშე, სანამ მივაბიჯებ გრინვიჩ ვილიჯის მზიან უბანში. მანჰეტენის ცენტრი, ზამთრის ნათელი შუადღე, და მე მთელ ღამეს ვფხიზლობდი, ვსაუბრობდი, ვსაუბრობდი, ვკითხულობდი კადიშს ხმამაღლა, ვუსმენდი ბრმა რეი ჩარლზის ბლუზის ყივილს ფონოგრაფზე რიტმი რიტმი - და მოგონება შენზე ჩემს თავში სამი წლის შემდეგ - ხმამაღლა კითხვა ადონისის ტრიუმფალური ბოლო
თარგმნა საბა თოდუამ ნუ შეგრცხვება ერთ ღამეს, შენი ეზოს მყუდრო სიბნელეში სეირნობისას დიდ მრგვალ სინათლეს მოგიშვერენ და შენს უკან გაჩნდება კედელი, რომელიც აქამდე არასდროს გინახავს. უეცრად გაიგებ, რომ დამნაშავე ხარ და გაქცევას აპირებდი. შენ არასწორად წაიკითხე კომპლექსური ინსტრუქციები, შენ არ ხარ წევრი, შენ დაკარგე წევრობის მოწმობა ან არც არასდროს გქონია. გაიგებ, რომ ისინი ყოველთვის აქ იყვნენ და თვალი ეჭირათ შენს წიგნებზე და წერილებზე, ჯიბეში ხელებს გიფათურებდნენ და გაყურადებდნენ
„საბოლოო ჯამში, მე ვაჭარბებ. მე ყოველთვის ვაზვიადებ“, - ასე თვლიდა დერიდა (Ferraris, 2007, p. 418). თუმცა, ამაში თავისთავად პრობლემური არაფერია. პირიქით, გაზვიადება შემოქმედების ტექნიკაა, გარკვეული ტიპის აზროვნების რადიკალიზაცია, საიდანაც შესაძლოა რაღაც ახალი დაიბადოს, ან რაღაც ძველი ახლებურად განიცადოს. მაგალითად, სწორედ გაზვიადების ხელოვნებას განსაზღვრავდა ეკო, როგორც ჰიუგოს ნაწარმოებების მთავარ ნიშანს. ჰიუგოს სტილი ჰიპერბოლაა, აღწერის რადიკალური განზომილება, სადაც აღწერა იმდენად
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე (მაშველის ლოდინში დამხრჩვალ მიგრანტებს) ეს რომ შენი შვილი იყოს, ზღვას გემებით აავსებდი, ნებისმიერდროშიანებით. ისურვებდი, რომ მილიონობით ადამიანს, ერთად, მისთვის ხიდი აგვეგო და ზედ გამოგვეტარებინა. მუდამ მზრუნველი - არასოდეს მიატოვებდი, მოუჩრდილავდი, რომ არ დაწვოდა მზისგან თვალები და ზღვის მლაშე შხეფებისგან დაიფარავდი. ეს რომ შენი შვილი იყოს, წყალში გადავარდებოდი, მოკლავდი მეთევზეს, რომელიც ნავს არ გათხოვებდა. ღრიალს მორთავდი გადარაზულ მთავრობის კართან, დახმარების სათხოვნელად, სიცოცხლის სათხოვნელად. ეს რომ შენი შვილი იყოს, ძაძებში იქნებოდი, შეგეზიზღებოდა მსოფლიო, შეგეზიზღებოდა პორტები უამრავი უძრავი ხომალდით. შეგეზიზღებოდა ისინი,
თარგმნა გიორგი ქართველიშვილმა სიტყვა ცხოვრებაში და სიტყვა პოეზიაში[1] სოციოლოგიური პოეტიკის საკითხების შესახებ I ლიტერატურათმცოდნეობა სოციოლოგიურ მეთოდს მხოლოდ ისტორიული საკითხების შესასწავლად იყენებს, ხოლო ამავდროულად, ყურადღებას არ აქცევს ე.წ. თეორიულ პოეტიკას – ანუ, მხატვრულ ფორმებსა და მის სხვადასხვა ფაქტორებს, სტილს, და ა.შ. მცდარია მოსაზრება (რომელსაც ბევრი მარქსისტიც კი იზიარებს), თითქოს სოციოლოგიური მეთოდი ლეგიტიმურია მხოლოდ იქ, სადაც პოეტური ფორმა იდეოლოგიური ფაქტორების (შინაარსის) ზემოქმედების შედეგად განსაკუთრებულ სირთულეს
