მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია ფსალმუნი გლეხს მოეჩვენა აღმოსავლეთ ორეგონში, რომ იესო იდგა საქათმეში. კვერცხებით სავსე კალათა ეჭირა ხელში. იესომ უთხრა. ,,მე ვარ მშიერი" გლეხს არასოდეს წამოსცდენია ის, რაც იხილა. ფერი როგორც საწყისი დავივიწყე სიყვარული. მე სიკვდილი მინდა შენს ყვითელ თმაში. მე ვცხოვრობ მეოცე საუკუნეში მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ. და აქვე შენ წევხარ ჩემ გვერდით. უბედური იყავი, როცა მძინარე გეგონა შენი თავი. ვერაფერს გავხდი,უიმედობამ შემიპყრო. შენი სახე იმდენად მშვენიერია, რომ დაუსრულებლად მინდა ის აღვწერო. არაფერია ირგვლივ ისეთი, რითაც მე ბედნიერს გაგხდი, როცა გძინავს შენ. რომეო და ჯულიეტა თუ შენ მოკვდები ჩემთვის, მეც შენთვის მოვკვდები. და იქნება ორი საფლავი, როგორც წყვილი, რომელიც ერთად ტანსაცმელს რეცხავს ლანდრომატში. თუ აიღებ საპონს, მე მოგიტან მათეთრებელს. რადგან რადგან ხალხს უყვარს შენი გონება, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შენს სხეულსაც მოისურვებენ. 30 ცენტი. ორი ბილეთი. სიყვარული. შენზე ფიქრებით დამძიმებული ავტობუსში ავედი, ორ ბილეთში 30 ცენტი გადავიხადე. და იმ წამსვე მივხვდი, რომ ვმგზავრობდი სრულიად მარტო. *
თარგმნა: ზაალ ჯალაღონია ენიგმა ჰანს ვერნერ ჰენცეს არიოზოს ეპოქიდან აღარაფერი იქნება ქვეყნად, არ ყოფილა, არც განმეორდება. ამას გვაუწყებს კალენდარულ დღეების სრბოლა. ის, რაც მშვენიერ საზაფხულო სახელს შეირგებს, ვაი, რომ ისიც აღარ იქნება. ნუღარ ქვითინებ. დაფარული ამბობს მუსიკა. გულის სიღრმიდან სხვა აღარავინ, აღარას ამბობს.. * * * ბაგე, ჩემს ბაგეში, რომ გამოიძინა. თვალი, ჩემი თვალის ნაკვალევს რომ გამოყვა. ხელები და თვალებიც მე რომ გამროზგეს, ბაგე, განაჩენი რომ
თარგმნა: ანრი კიკნაველიძე მაშ, მოდი, წავიდეთ, შენ და მე, სწორედ მაშინ, როცა საღამო გაიშხლართება ცაზე, როგორც ეთერით გაბრუებული პაციენტი მაგიდაზე; წავიდეთ, გავიაროთ ნახევრადდაცლილი ქუჩები, ერთღამიანი
ამ წლის პირველი ლექსი უსარგებლოა წუხილი, სევდა - დაწერე, თითქოს მიხმობ შენთან. Abandon hope, all ye who enter here - მზის ირგვლივ ნაცნობ არეთა გზას
(პოემა) 1. ვისი ტანკები დაიკავებს ამ ფართე გამზირს? ვისი ხელები მოიქნევენ ბოლოჯერ დროშას? შიში, რომელსაც სკამს ვაცლიდით, ჯერ ისევ აქ ზის, სულის შებერვით რომ გვათბობს და სიცივით
თარგმნა მარიამ მახარაძემ ვლადიმერ მაიაკოვსკი შინ შემოხვედი ისე მკაცრი, მეუბნებოდა ეგ სიმკაცრე “ ადექი წადი!” ზამშის ხელთათმანს აწვალებდი მოუხეშავი, მერე აცხადე: “ვთხოვდები, (გტოვებ).” არაფერია. მოვიკრებ ძალას. მშვიდი