თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე (მაშველის ლოდინში დამხრჩვალ მიგრანტებს) ეს რომ შენი შვილი იყოს, ზღვას გემებით აავსებდი, ნებისმიერდროშიანებით. ისურვებდი, რომ მილიონობით ადამიანს, ერთად, მისთვის ხიდი აგვეგო და ზედ გამოგვეტარებინა. მუდამ მზრუნველი - არასოდეს მიატოვებდი, მოუჩრდილავდი, რომ არ დაწვოდა მზისგან თვალები და ზღვის მლაშე შხეფებისგან დაიფარავდი. ეს რომ შენი შვილი იყოს, წყალში გადავარდებოდი, მოკლავდი მეთევზეს, რომელიც ნავს არ გათხოვებდა. ღრიალს მორთავდი გადარაზულ მთავრობის კართან, დახმარების სათხოვნელად, სიცოცხლის სათხოვნელად. ეს რომ შენი შვილი იყოს, ძაძებში იქნებოდი, შეგეზიზღებოდა მსოფლიო, შეგეზიზღებოდა პორტები უამრავი უძრავი ხომალდით. შეგეზიზღებოდა ისინი,
თარგმანი გ. ხასაია ვ. ნაცვლიშვილი შენ უნდა ისურვო, შენ უნდა იყო სასურველი, შენ არ შეგიძლია თამაში დატოვო თუ გაჩერდები, არსებობას შეწყვეტ. მოვიდა დრო, საუბრის თემა შევცვალოთ. დროს ჩამორჩი, რეალობის შენეული მოდელი მოძველდა, შეუძლებელია იფიქრო ,როგორც ადრე . ახალი დრო დადგა. ლოდინის დრო აღარ არის, მოქმედების დროა, დროა, შეიძინო სპეციალურად შექმნილი გადაადგილების საშუალებები. შექმნილი სპეციალურად მათთვის, ვისაც არსად აქვს წასასვლელი, მაგრამ მაინც სადღაც ეჩქარება. იგრძენი დრაივი, სხვა გრძნობის თავი მაინც არა გაქვს აბა დაფიქრდი, სხვა რა უნდა აკეთო. კავშირი უფრო
(ნაწყვეტი) თარგმანი ინგლისურიდან: ვაკო ნაცვლიშვილი გიორგი ხასაია ჩვენ ყველანი შეიძლება ლტოლვილები ვიყოთ ჩვენ შეიძლება ყველა გაგვაგდონ ჩვენ შეიძლება ვინმემ შეგვიძულოს ვინმედ ყოფნის გამო მე ულამაზესი ადგილიდან ვარ სადაც ხეობა იტბორება ყოველ წელს და ქარიშხალი წლიდან წლამდე იმეორებს რომ უნდა გადავიდეთ მე ვარ უძველესი ადგილიდან ჩემი ჯილაგი იქ დაიბადა მეც იქ ყოფნა მსურს მაგრამ სიცოცხლეც მინდა მე მზიანი მხარის შვილი ვარ სადაც სილაზე ტურისტები ირუჯებიან და დილერები ყიდიან იარაღს ოღონდაც ჩემგან ნუ ეცდებით ფასის გაგებას მეუბნებიან რომ
თარგმნა შოთა პაპავამ *** ვთქვათ, თუ არის პროდუქტები, მაშინ სხვა რამე არ არის. ვთქვათ, თუ სხვა რამე გამოჩნდა, მაშინ პროდუქტი არ არის. თუ არაფერი არ არის, არც პროდუქტი, არც სხვა რამე, მაინც რაღაცა ხომ არის, აი ხომ ვცხოვრობთ, მაინც ვმსჯელობთ… *** როცა საგუშაგოზე დგას მილიციელი, მას ვნუკოვომდე სივრცე ეშლება, დასავლეთ-აღმოსავლეთით იხედება მილიციელი და მას იქით სიცარიელე გადაიშლება და ცენტრი სადაც დგას მილიციელი - მასზე ხედი ყველა მხრიდან გადაიშლება. ყველა კუთხიდან ჩანს მილიციელი- აღმოსავლეთიდან ჩანს მილიციელი, სამხრეთიდანაც ჩანს
გივი ლუარსაბიშვილის თარგმანი პოლიციის მოამბე ყურადღება: კიდევ ერთი საინტერესო ცნობა: მეოცე საუკუნის მიწურულს, 16 საათსა და 15 წუთზე თავისი სამშობლოდან გამოვიდა სომეხი ერი და უკან აღარ დაბრუნებულა
1 ამ სარდაფებში გაკრთებიან სინათლეები, შორით დახშული ხმებიდან რომ გამოაღწევენ და სახეცვლილ მოგონებებად რომ შერჩებიან დასაბუდებლად შეყუჟულ სხივებს. ჩემი მხარეა ამოსავსები, ის ნაპრალები სადაც უკვე ვეღარ ვიცხოვრებ, სადაც საათი წამებს არა, საათებს ითვლის, სადაც დამათოვს, როგორც მიწას, როგორც ესკიმოსს. თუ გამომყვები ამ ბილიკებზე, ვერ ვდებ პირობას რომ ჩვენ ყველანი დავბრუნდებით თბილ იურტაში და ყოველდღიურ პრობლემებთან ერთად ვიბრძოლებთ. ეს ჩემი ფერადი ნაგებობაა, რომლის სართულებს არც კი ვიცნობ, ხოლო შესასვლელს გადმოგაბარებ, როგორც თვალის
