ბატაი

ჟორჟ ბატაი – ლექსები

თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა

 

ღამე ჩემი სიშიშვლეა

ღამე ჩემი სიშიშვლეა ვარსკვლავები ჩემი კბილები

მე ვტყორცნი ჩემს თავს მკვდრების გარემოცვაში, გამოწყობილს თეთრ მზეში.

 

 

შარდი

კაჭკაჭი მშთანთქმელი ვარსვკლავების დაღლილობა მშთანთქმელი დედამიწის ლეთარგია მშთანთქმელი ყველაფრის

გაუმაძღარი ზეცა დაწყევილი ზეცა საავადმყოფოს მფარველი

ყორანი ოჩოფეხებზე შედის თვალში

ელვარე ბადახშის გული დამაფსი ჩემს შიშველ ბარძაყზე უკნიდან სველსა და მბზინავს

მე მიდგება და ვტირი

შავი ფრთა საფლავზე საძვალის თავაზიანობა.

 

 

სიცილი

რომ იცინო და იცინო მზეზე

ჭინჭრებზე კენჭებზე იხვებზე

წვიმაზე

პაპის ფსელზე დედიკოზე

და მძღნერით სავსე კუბოზე.

 

თერთმეტი არქანგელოზური ლექსი

ჩემს შეშლილობასა და შიშს ფართო მკვდარი თვალები აქვთ

და ავადმყოფური დაჟინებული მზერა

რაც ამ თვალებში იყურება ამ სამყაროს არარაა

ჩემი თვალები ბრმა ცებია

ჩემს გაუკვეთავ ღამეში შეუძლებელი გაჰკივის ყველაფერი იმსხვრევა.

მელნიანი თუთქის ალმანახი თმიანი პოეტის უკვდავება

გათქვირულობის პოეტური სასაფლაო

მშვიდობით ავხორცო მრეცხავო ქალო

მშვიდობით ტკბილო მკვდარო ჩაცმულო გახდილი ქალივით მშვიდობით ტყუილებო

მშვიდობით ძილო

მე შენ ქარში დაგკარგე

მე მკვდრებში დაგთვალე ვიტალური სიმი

გულსა და ქარს შორის

 

ოჰ, თავისქალა

ოჰ, ცარიელი ღამის თავის ქალის ანუსო ცას მიაქვს ის, რაც კვდება

ქარს ბუნდოვანებაში არყოფნა შემოაქვს.

ტოვებს ცას, რომელიც ამახინჯებს არსებას ცარიელი ხმა, კუბოებით დამძიმებული ენა არსება ეჯახება არსებას

თავი მალავს არსებას

არსების სენი აღებინებს შავი მზის ნერწყვით.

 

პერანგი, რომელიც წყალში გაიხადეს თმებით აყვავებული

როცა ბინძური ბედნიერება ლოკავს სალათის ფურცელს გული სნეულია წვიმაში

დუჟის ცვალებად შუქზე ნეტარად კისკისებს ის.

 

*

მკვდარი მზე ანათებდა ბეწვიან აჩრდილს მწარე სპერმით ნაკვალევად,

შენი ენის წვერს, სისხლისფერი თვალებით.

 

*

სირივით შეშუპებული ჩემი ენა

შენი ვარდისფერი სიყვარულის ყელში.

ჩემი ვულვა ჩემი სასაკლაოა სპერმით ნარეცხი წითელი სისხლი სისხლში მოცურავე სპერმა.

ვაშლის სურნელი ჩემს მეწამულ წინდებში დიდებული ყლის პანთეონი

ქუჩის სიწმინდისათვის გადახსნილი ძუკნის ტრაკი.

ჩემი ფეხის გრძელთმიანი სიყვარული სპერმის პანთეონი.

პირღია, მე მძინავს ყლის მოლოდინში რომელიც მახრჩობს

უფერული და წემოვანი ნაკადით.

 

*

ცერა მუტელში

ევქარისტია შენს მოშიშვლებულ მკერდზე ჩემი ტრაკი სვრის საკურთხეველს

ჩემი პირი კი შეჰვედრებს, ოჰ, ქრისტევ, შენი ეკლების გულისთვის.

 

შავი ღამე

დასცინო მოყვასსა შენსა, ვითარცა თავსა შენსა ბატს სიყვარული გამოჰგლიჯე

დიდებულ ადამიანთა დარდიდან თავდავიწყება მოკლული კაცის მეგობრობაა პატივისცემით,

მე წავალ.

 

 

GLORIA IN EXCELSIS MIHI

ზეცის უმაღლესი მწვერვალებიდან ანგელოზთა ხმა მესმის, მე რომ განმადიდებენ. მე ვარ, მზისქვეშეთში, მოხეტიალე ჭიანჭველა პატარა და შავი, დაგორებული ქვა

მეწევა მსრესს, მკლავს,

ზეცაში მზე მრისხანებს, მაბრმავებს

მე ვყვირი:

,,ვერ გაბედავდა!“ ბედავს.

0 Votes: 0 Upvotes, 0 Downvotes (0 Points)

Follow
Search
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...