ბოლო ჩანაწერები

ამერიკული პოეზია Tag
  /  Posts tagged "ამერიკული პოეზია"

თარგმნა შალვა ბაკურაძემ   1 ქება-დიდებას ვასხამ საკუთარ თავს და ვუმღერი საკუთარ თავს და რასაც ვიღებ საკუთარ თავზე – თქვენც უნდა აიღოთ, რადგან ყოველი ჩემი

მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია   ფსალმუნი გლეხს მოეჩვენა აღმოსავლეთ ორეგონში, რომ იესო იდგა საქათმეში. კვერცხებით სავსე კალათა ეჭირა ხელში. იესომ უთხრა. ,,მე ვარ მშიერი" გლეხს არასოდეს წამოსცდენია ის, რაც იხილა.   ფერი როგორც საწყისი დავივიწყე სიყვარული. მე სიკვდილი მინდა შენს ყვითელ თმაში.   მე ვცხოვრობ მეოცე საუკუნეში მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ. და აქვე შენ წევხარ ჩემ გვერდით. უბედური იყავი, როცა მძინარე გეგონა შენი თავი. ვერაფერს გავხდი,უიმედობამ შემიპყრო. შენი სახე იმდენად მშვენიერია, რომ დაუსრულებლად მინდა ის აღვწერო. არაფერია ირგვლივ ისეთი, რითაც მე ბედნიერს გაგხდი, როცა გძინავს შენ.   რომეო და ჯულიეტა თუ შენ მოკვდები ჩემთვის, მეც შენთვის მოვკვდები. და იქნება ორი საფლავი, როგორც წყვილი, რომელიც ერთად ტანსაცმელს რეცხავს ლანდრომატში. თუ აიღებ საპონს, მე მოგიტან მათეთრებელს.   რადგან რადგან ხალხს უყვარს შენი გონება, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შენს სხეულსაც მოისურვებენ.   30 ცენტი. ორი ბილეთი. სიყვარული. შენზე ფიქრებით დამძიმებული ავტობუსში ავედი, ორ ბილეთში 30 ცენტი გადავიხადე. და იმ წამსვე მივხვდი, რომ ვმგზავრობდი სრულიად მარტო.   *

თარგმნა: ანრი კიკნაველიძე   მაშ, მოდი, წავიდეთ, შენ და მე, სწორედ მაშინ, როცა საღამო გაიშხლართება ცაზე, როგორც ეთერით გაბრუებული პაციენტი მაგიდაზე; წავიდეთ, გავიაროთ ნახევრადდაცლილი ქუჩები, ერთღამიანი

თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა   ნაომი გინსბერგს 1894 - 1956   I უცნაურია ფიქრი შენზე, ვინც გაქრი კორსეტებისა და სამაგრების გარეშე, სანამ მივაბიჯებ გრინვიჩ ვილიჯის მზიან

  ანრი კიკნაველიძის თარგმანი   1 კვლავ სიმამაცე! ჩემო ძმაო თუ ჩემო დაო! არ გაჩერდე! თავისუფლებას ზრუნვა სჭირდება, რაც უნდა მოხდეს; არაფერია ის, რასაც ერთი, ან ორი