რაშიდ ბუჯედრა – ლექსები

თარგმნა გიორგი კობახიძემ

 

ლექსები კრებულიდან «Pour ne plus rêver», ალჟირის სახალხო არმიის გამომცემლობა.

 

ალჟირი, 1965

 

 

კაფე

 

შევიძინე

სიგარეტის კოლოფი

გაზეთი

და მზის სხივი

და მივუჯექი მაგიდას

ტერასაზე

უზარმაზარ კაფეში

 

შევუკვეთე ყავა

და დავალაგე

ჩემი სიგარეტის კოლოფი

ჩემი გაზეთი

ჩემი მზის სხივი

და ჩემი ყავის ფინჯანი

თანმიმდევრულად

კარგად მოვეწყე

ჩემს სავარძელში

და დავიწყე კითხვა

მშვიდად

წამიერად

დავხედე

ჩემს სიგარეტის კოლოფს

ჩემს გაზეთს

ჩემს მზის სხივს

ჩემს ფინჯანს

რიგში განლაგებულს

და ვიფიქრე

ხომ არ ვარ რევოლუციონერი.

 

 

 

ალფაბეტიზაცია

 

რას ემსახურება ჩემი ლექსები

თუ ჩემსას ვერ კითხულობს დედა?

დედა არის ოცი წლის

მას აღარ სურს ტანჯვა

ის მოვა ამ საღამოს

ასო-ასო წაიკითხავს ჩემს წერილებს

და ხვალ ეცოდინება

როგორ იწერება

ემანსიპაცია.

 

რას ემსახურება ჩემი ლექსები

თუ ჩემსას ვერ კითხულობს მამა?

მამა არის ასი წლის

მას არ უნახავს ზღვა

ის მოვა ამ საღამოს

ასო-ასო წაიკითხავს ჩემს წერილებს

და ხვალ ეცოდინება

როგორ იკითხება

ღირსება.

 

რას ემსახურება ჩემი ლექსები

თუ ჩემსას ვერ კითხულობს მეგობარი?

ჩემს მეგობარს არ აქვს ასაკი

მან ბევრი ციხე გამოიარა

ის მოვა ამ საღამოს

ასო-ასო წაიკითხავს ჩემს წერილებს

და ხვალ ეცოდინება

როგორ იყვიროს

თავისუფლება.

 

 

 

 

მოწამეთა მოედანი

 

კეტშავა

რომელიც სწრაფად ჩაინთქმება

მუეძინის ხმაში

მოვაჭრის დახლზე

ალუბლები

მრგვალი ხმაურიანი მოედანი

რომელიც ხუჭავს თვალებს

ჰაიკის დანახვისას

აუღელვებელი

მრგვალი ხმაურიანი მოედანი

რომელიც ჯიუტად იხიბლება

შენობებით.  

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *