კონსტანტინ მელნიკოვი – კინო და არქიტექტურა

თარგმნა ვალო ჩაჩუამ

 

არის თუ არა მსგავსება წარსულში?

ერთი

მატარებელი, რომელიც მიქრის, მოძრავი ფიგურები, დევნები, ადევნებები – პირველ კინოლენტებში.

გასულიერებული სიბრტყე უკვე სიამოვნებას გვანიჭებდა.

მაყურებელი მოხიბლული იყო კინოს შესაძლებლობით ზუსტად გადმოეცა მოძრაობა, ამიტომ კინოსურათების საწყისი დაფუძნებულია პინკერტონებით სავსე ქუჩებისა და რევოლვერებიანი რომანების ჟანრზე.

კულისების ნაძირლები ეკრანზე იმანჭებიან – პირი ოდნავ კი არ იღებოდა, არამედ – სრულად, კი არ იცინოდნენ, – ხარხარებდნენ, კი არ დადიოდნენ, – ხტოდნენ, და ყოველგვარი მოქმედება უბრალოდ კი არ მიიწევდა წინ, – მიქროდა, „როგორც კინოში“.

ახალი ხელოვნების გამომხატველობით საშუალებად, როგორც ბავშვობისას, მოგვევლინა მისი უმარტივესი ფორმა – მოძრაობა.

კინოს პირველ ეპოქას, ამგვარ ჭენებას, ტვირთავენ სიმძიმით… თორმეტაქტიანი დრამებისა. მზაკვრული სიყვარული გრძელდება საათობით, დღეების მანძილზეც კი – საბოლოო გადაღლამდე.

 

მეორე

უძრავი და მონოლითურია – არქიტექტურის საწყისი.

ათასწლეულების მანძილზე ნარჩუნდება ერთი და იგივე ფორმა.

ასირიული კოჭების კონსტრუქციული სისტემა ისევ უცვლელად სრულდება ქვაში.

საბერძნეთი არქიტექტურის მთელ სიმარტივეს ინარჩუნებს. ესთეტიკის ფილოსოფიით გატაცებული, ის მხოლოდ ეგვიპტის გაქვავებულ კონსტრუქციას ამშვენებს. კლასიკური პროპორციების ჯადოსნური ფიალები, როგორც ბუნებაში დაქცეული სიყვარული, საკუთრივ საგნის სრულყოფისკენ სწრაფვას აშორებენ მათ. ამას ამტკიცებს საუკუნეების მანძილზე არსებული მიმბაძველობა.

რომი პირველია, ვინც აამოძრავა წონასწორობაში მყოფი ქვა და კონსტრუქციის ახალი ფორმა მიიღო. არქიტრავის სიმძიმე უფრო განიერმა, სოლისებრმა სიმცირემ ჩაანაცვლა. პანთეონი, კოლიზეუმის და ვიადუკების არკადები კამარის გამოგონებაზე მოწმობენ.
გოთიკა ავითარებს და ადგენს კამარის სიმღერას. როგორც კადრები კინოლენტში, გოთიკური კამარები – რიტმულად, როგორც ცოცხალი მოქმედება – იშლება მაყურებლის წინაშე.

არქიტექტურამ, საკუთარი სიძლიერის გამოხატულების ძიებისას, შექმნა მექანიკა და ნაგებობის ნაწილებში უკვე მექანიკურ ძალთა მოძრაობას ერწყმის იგი. რაც უფრო ზუსტად არის კონსტრუქციაში მსგავსი მოძრაობა გათვალისწინებული, უფრო მსუბუქი და კინემატოგრაფული გამოდის ფორმაც.

კინოსთვის აუცილებელია ყურადღების უძრავზე შეჩერება, რათა შეგრძნებადი იყოს მოძრაობა. მოძრაობა კინოს ბუნებაშივე დნება და რაც უფრო ნაკლები იქნება ეკრანზე, უფრო ძლიერად გამომხატველობითი იქნება იგი.

კინოსმიერი მოძრაობა ამერიკაში ჩაისახა, იქ, სადაც თავად კინო დაიბადა. ბასტერ კიტონი – გაუცინარი კომიკოსია და საერთოდაც სულელს გავს, როცა საოცრად გათვლილ ილეთებს აკეთებს. კინოში მინიმალური მოქმედებითაც კი ავსებულია მაყურებლისეული შეგრძნებების მთელი ფორმა.

აქედან და ყოველივე თქმულიდან გამომდინარეობს:

კინოსთვის I, ხასიათის მიხედვით, – მოძრაობაა;

არქიტექტურისთვის – უძრაობა.

კინოსთვის I, განვითარების მიხედვით, – მოჩვენებითი ეფექტურობა;

არქიტექტურისთვის – მკაცრი უტილიტარულობა.

კინოსთვის I, სრულყოფის მიხედვით, – სწრაფვა სიძლიერისკენ;

არქიტექტურისთვის – სწრაფვა სიმსუბუქისკენ.

საკუთარი მონაპოვარით ხელოვნების ორივე დარგი ერთმანეთს შეავსებს და მათი ერთობლივი ნამუშევარი აჩვენებს აქამდე უხილავ ძალას – ხელოვნების ადამიანზე მოქმედებისა.

1926 წ.

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *