პაველ არსენევი – სასაქონლო ფეტიშიზმის პოემა

თარგმანი გ. ხასაია ვ. ნაცვლიშვილი

შენ უნდა ისურვო,

შენ უნდა იყო სასურველი,

შენ არ შეგიძლია თამაში დატოვო

თუ გაჩერდები, არსებობას შეწყვეტ.

 

მოვიდა დრო,

საუბრის თემა შევცვალოთ.

დროს ჩამორჩი,

რეალობის შენეული მოდელი მოძველდა,

შეუძლებელია იფიქრო ,როგორც ადრე .

ახალი დრო დადგა.

 

ლოდინის დრო აღარ არის,

მოქმედების დროა,

დროა, შეიძინო სპეციალურად შექმნილი

გადაადგილების საშუალებები.

შექმნილი სპეციალურად მათთვის,

ვისაც არსად აქვს წასასვლელი,

მაგრამ მაინც სადღაც ეჩქარება.

იგრძენი დრაივი,

სხვა გრძნობის თავი მაინც არა გაქვს

აბა დაფიქრდი, სხვა რა უნდა აკეთო.

 

კავშირი უფრო ადვილი ხდება,

როცა არც არავისთან გსურს დაკავშირება,

მაგრამ დარჩი ხაზზე,

იქნებ, მოულოდნელად რამე ანგარიში,

ან სარეკლამო პროსპექტი გამოგიგზავნონ.

 

რეკლამა მართლაც გვეხმარება,

საქონლის სამყაროში სწორად გავერკვეთ,

თუმცა ის უკვე გამოუსადეგარია

ამ სამყაროს დატოვებისთვის.

მაგრამ ესეც არაა ცოტა.

 

რა გემართება,

მიიღე ორმაგი სიამოვნება-

თუნდაც საკუთარი

ზედაპირზე მიმოფანტული ნება-სურვილის

ატროფიის ხარჯზე.

კარგი ემოციები გარანტირებული გაქვს-

სრული მოცულობით, ნაყიდი ბილეთის

კატეგორიის შესაბამისად.

 

ბოლო-ბოლო მოიყვანე მეგობრები,

მიიღე კუპონი.

 

2.

მხოლოდ ამ სამყაროში თუ იარსებებს

ცენტრების ქსელი.

 

ისტორიის მიღმა მყოფი აბონენტების

გარანტირებული მომსახურების

ცენტრების ქსელი.

 

ჭეშმარიტად განტოტვილია

სავაჭრო-გასართობი კომპლექსების ქსელი-

ნამდვილი მამაკაცებისთვის – კასტრაციის კომპლექსი,

მშვენიერი ქალბატონებისთვის – პენისის შური,

ყველაზე პატარებსაც კი მოვუმზადეთ რაღაც.

არავინ მოიწყენს.

 

თუ სხვაგან უფრო იაფად იპოვი,

არ მოგერიდოს, მოდი,

ფულს დაგიბრუნებთ,

დაგიბრუნებთ კარგ განწყობას,

ფასდაკლების მოლოდინში გატარებულ

ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ.

მაგრამ გვეეჭვება, უფრო იაფად სადმე იპოვო.

 

და საერთოდაც, მიაქციე ყურადღება,

რამდენი რამეა აქ უფასოდ.

 

  • ვალტერ ბენიამინი – საუბრები ბრეხტთან (ნაწყვეტი)

    თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ   როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ;…

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *