
იესო ნაზარეველი საკმაოდ ხათრიან პიროვნებად წარმოგვიდგება, მზადაა იყოს ყველაფერი, რაც გინდა. მსოფლიო მასწავლებელი ან ინდუისტური ავატარი, ანარქო-ზელოტ რევოლუციონერი ან პროტო-ანტიკაპიტალისტი მამხილებელი („იერუსალიმელი სლიმი” IWW-ის ვაგაბონდი, „ამბოხებაში მხილებული”). აპოლო ან, შესაძლოა, დიონისე. წმინდა ნაწილების კრებული (თექვსმეტი წინადაცვეთილი კანი), დოკეტური მოჩვენება ან გნოსტიკური მოგვი, მოკრძალებული ხუროთმოძღვარი ან ელინისტური ფილოსოფოსი. ახლო აღმოსავლური მომაკვდავი და ზეაღმდგომი ნაყოფიერების ღვთაების არქეტიპი ან ჰომოსექსუალი. ჯადოსნური სოკო. თვით ღმერთთა ღმერთი და ღვთიური მხსნელი.
იესო, როგორც ჩანს, მზადაა მოქმედებდეს, როგორც რომაელი კათოლიკე, ანგლიკანი, პრესვიტერიანელი, მეთოდისტი, ნესტორიანელი, მონოფიზიტი, არიანელი, სულიწმინდის მომხმობი, რანტერი, ანაბაპტისტი, სამხრეთელი ბაპტისტი, პენტეკოსტელი, ქალდეველი, რუსული ან ბერძნული მართლმადიდებელი, ინდუისტური ავატარი, ისლამური წინასწარმეტყველი, დაოისტური ბრძენი, ან ებრაელიც კი.
ის მშვიდობის პრინცია, თუ არადა ხმალი უპყრია. ოჯახის მომხრეა, ან მოგიწოდებს მამა და დედა უარყო და მხოლოდ მას გაჰყვე. ხატებს ემხრობა ან ეწინააღმდეგება. ორღანის მუსიკა უყვარს ან სძულს. კანონს იცავს ან ანტინომიანიზმს ქადაგებს. ალქიმიურ ღვინოს პურთან და შემწვარ კრავთან ერთად სთავაზობს ან უბრალო ყურძნის წვენსა და ბოსტნეულს ანიჭებს უპირატესობას. მკაცრ სიწმინდეს ითვისებს და აწესებს, ან მარიამ მაგდალინელს ირთავს ცოლად. გარდაიცვალა და აღდგა, ან გადასახლდა ქაშმირში (სადაც მის საფლავს დღესაც შევხვდებით), ან შესაძლოა სამხრეთ საფრანგეთში.
უნდა ვაღიარო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერცერთი ეს ვერსია ვერ მარწმუნებდა სრულად, ყველა თანაბრად დამაჯერებელი, მაგრამ ამავდროულად დაუჯერებელი იყო, სანამ რამდენიმე წლის წინ, ერთ დღეს მასზე როგორც დამარცხებულზე არ დავფიქრდი. წარუმატებელი მესია.
უეცრად მიმზიდველი გახდა ჩემთვის. ერთბაშად გაცოცხლდა. მხოლოდ მაშინ შევძელი, სერიოზულად მიმეღო. იქნებ,,,მერწმუნა“ კიდეც მისი.
იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა, „კვლავ მოვიდოდა, სანამ ზოგი მათგანი ცოცხალი იქნებოდა” – მაგრამ 2000 წელი გავიდა და მისი კვალი არ ჩანს. თუ ვივარაუდებთ, რომ მართლაც ჯვარს ეცვა, ან რომ ფარულად დაიმორჩილა სამყარო და ესქატონზე დიდებით მეფობს, მისი აღდგომისა და ზეცად ამაღლების (რომელიც სწორედ სად მდებარეობს?) არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და სინამდვილეში არც იმის მყარი მტკიცებულებაა სადმე, რომ ის საერთოდ ოდესმე არსებობდა (იოსებ ფლავიოსის მასთან დაკავშირებული პარაგრაფები აშკარად გვიანდელი ქრისტიანი აპოლოგეტების მიერ იყო გაყალბებული).
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ახალი რელიგიის დაარსება ჰქონდა განზრახული, მაგრამ თუ ჰქონდა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შედეგი სასურველს ბევრად ჩამორჩება. მსოფლიო მშვიდობის, სიყვარულის, შემწყნარებლობისა და ღარიბთა მზრუნველობის ნაცვლად, მოძრაობა გადაიქცა წმინდა ომად, მწვალებელთა, დისიდენტების, წარმართების, ცოდვილების, ებრაელებისა და ჯადოქრების ხოცვა-ჟლეტად. პარანოიდულ თვითსიძულვილად და თვითკმაყოფილ სიმართლიანობად. სარგებლის გამოძალვის, ფეოდალიზმის, იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის, ნაციონალიზმისა და კაპიტალიზმის თეოლოგიურ გამართლებად.
რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში მრავალი დიდი რელიგიური ხელოვნება და მუსიკა შეიქმნა. ეკლესია მხოლოდ ვიტრაჟებსა და პოლიფონიაზე რომ შემოფარგლულიყო, მისი შეყვარების მიზეზი ყველასთვის ლეგიტიმური იქნებოდა. ნაცვლად ამისა, ის ჩაერია ზნეობაში და მტანჯველად ჩააცივდა ცოდვას, დანაშაულს, ჯოჯოხეთსა და წარწყმედას. ყველაფერი ბევრად სასიამოვნოდ ჟღერდა ლათინურად, რომელიც არავის ესმოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთხხმიანი კონტრაპუნქტით იმღერებოდა. კათოლიკეები, ვფიქრობ, სავსებით მართლები იყვნენ, როდესაც ბიბლიის სახალხო ენებზე თარგმნას ეწინააღმდეგებოდნენ. ოდესმე მართლა წაგიკითხავთ ძველი აღთქმა? შემაძრწუნებელია! მოსრეთ ამალეკები – დანამდვილებით! და სახარებები სავსეა წინააღმდეგობებითა და ბუნდოვანებებით.
ჩემთვის იესო მაინც ახალ ბრწყინვალებას იმოსავს, როცა ეგზისტენციალისტ (ანტი)გმირად ვჭვრეტ – ერთგვარ კრიპტო-ნიცშეანურ ბოჰემურ აუთსაიდერად, რომელიც უძლურთა მიმართ ნებას ქადაგებას, თომას ჯ. ჯ. ალტიზერის „ღმერთი მკვდარია“ მოძრაობის წინამორბედად, ,,Flower Power”-ის უიმედო დამცველად, რასტაფარიან განჯის მოყვარულად, ნამდვილ ჰიპი-მშვიდობისმოყვარე ,,ფისნიკად“. მისი სასწაულების რწმენა არ მჭირდება, მხოლოდ მის კეთილ განზრახვებში ვარ დარწმუნებული და ამასთანავე, ისე მოხდა რომ არც ერთი გამოვიდა. მხსნელი, რომელმაც თავი ვერ გადაარჩინა… ამას შეიძლება ჩავწვდე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემდეგ გავიაზრე, რომ იესო არამარტო წარუმატებელი მესია იყო, არამედ, სავარაუდოდ, ცრუ მესიაც. დარწმუნებული ვარ ჩემი მკითხველები იცნობენ გერშომ შოლემის შედევრს საბბათაი ცვის შესახებ, ცრუ მესიაზე, რომელიც 1666 წელს ისლამზე მოექცა, რომლის მიმდევრები დღესაც არსებობენ თურქეთში, დუნმეს სახელწოდების ებრაულ-სუფიური-ანტინომიანური-ფრემასონური სექტის სახით. ცვიმ თავის მხრივ შთააგონა კიდევ ერთი ველური ცრუ მესია, პოლონელი იაკობ ფრანკი, რომელიც კათოლიციზმზე მოექცა. ფრანკისტები (რომლებიც შესაძლოა ახლა გადაშენებულნი არიან, თუმცა ვიმედოვნებ, რომ არა) ანტინომიანურ კიდევ უფრო უკიდურეს ფორმას, ერთგვარ ერეტიკულ ჯადოსნურ ტანტრას მისდევდნენ. მის ზოგიერთ მიმდევარს კავშირი ჰქონდა საფრანგეთის რევოლუციასთანაც, და არსებობს ჭორი, რომ ზიგმუნდ ფროიდის წინაპრები ფრანკისტები ყოფილან.
ყალბი მესიის ნამდვილი როლია ეზოთერიზაციისა და კანონის გაუქმების გამოცხადება. როგორც ალამუთის ისმაილი ლიდერი ჰასან II, ასასინთა ქაიმი (ერთგვარი მესია) აღნიშნავდა: „კანონის ჯაჭვები გამწყდარია“. თუ ,,სასუფეველი თქვენშია“ მაშინ შენ (პოტენციურად) უკვე „სრულყოფილი” ხარ, და ყველაფერი, რასაც ინატრებ, წმინდაა. ამრიგად, მუსლიმებს შეუძლიათ ღვინო დალიონ, ებრაელებს ღორის ხორცი ჭამონ, ქრისტიანებს ეროტიული ნეტარება განიცადონ, ყველანი „ღმერთებად” ვიქცევით. ეს თეოზისი, ტექნიკური ტერმინის გამოყენებით, ყალბი მესიის ეზოთერულ გზავნილს წარმოადგენს. ნაწინასწარმეტყველები „სამყაროს აღსასრული“ ყოველთვის ჩავარდნაა, სინამდვილეში კი იძულების სამყარო მართლაც დასრულდა და მესიის მოწაფე თავად მესიად იქცევა, ღვთის განთავისუფლებულ შვილად, სინათლის ანგელოზად. არსებითად, ცრუ მესია ბლეიკის სატანად იქცევა, არა ბოროტების, არამედ ღვთიური წარმოსახვის განსახიერებად, „სიკეთისა და ბოროტების მიღმა”, ნიცშეანურ თავისუფალ სულად, ვინც ადამიანურობის ფარგლებს სძლევს და ჭეშმარიტ ალქიმიურ თავს იაზრებს. მოკლედ, საშიშ დამნაშავედ, სამყაროს თვალში.
ეს მესიანური პროექტი, როგორც უკვე ავხსენით, მარცხია. მაგრამ მნიშვნელობა აღარ აქვს. მნიშვნელოვანია თვითგათავისფულების ,,უანგარო აქტი“, თავდასხმა ზეცაზე, დიდებული მარცხი, უპატიო მემკვიდრეობა. ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო ანარქისტი იყო, ქვიარი, მაგი, სოკო და ა.შ. და ამ სიტყვებს ექნება გარკვეული რეზონანსი. ყოველივე ეს ჭეშმარიტ რწმენად ჩამოყალიბდება, ისეთ რწმენად, რომლის საკუთარად გამოცხადებაც სიამაყით შეგვეძლება.
ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ქრისტიანობა „შეუძლებელი” რელიგიაა. ახლა შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ეს მართალია, და ეს ხსნის, თუ რატომ შეგვიძლია გვსურდეს ამ სიურეალისტური სისულელეების პრაქტიკა. Credo quia absurdum est – მაგრამ სამება არ არის აბსურდული, არც აღდგომის „სკანდალი”, არც პურისა და ღვინის ტრანსსუბსტანციაცია, არც „სრულყოფილად” გარდაქმნის ცნება. აბსურდი თავად იესოა და სწორედ ამიტომ, ბოლოს შეგვიძლია მას მოვეხვიოთ.
სავსე მთვარის იდუმალ სხივთა გზა – შუა მასის შუაღამე რომელიღაც შტატში, რომელიც ,,I”-თ იწყება, ორგანზომილებიანი იმდენად, რომ რთულია ჰქონდეს საერთოდ რაიმე გეოგრაფია – სხივები ისე ჟინიანი და ხელშესახები, რომ ფარდები უნდა დაუშვა სიტყვებით ფიქრი რომ შეძლო.
არანაირი საუბარი ველურ ბავშვებთან წერაზე. ისინი გამოსახულებებით ფიქრობენ, პროზა მათთვის კოდია, რომელიც ჯერაც არაა გადამუშავებული და გამყარებული, ისევე როგორც ჩვენთვის, არასდროსაა ბოლომდე სანდო.
შეგიძლია წერო მათ შესახებ, რათა მათ ვინც ვერცხლის ჯაჭვი დაკარგა შეძლონ გამოგყვნენ. ან მათთვის წერო, შენს პალეოლითურ მეხსიერებაში ამბავისა და სიმბოლოსგან შექმნა მაცდუნებელი პროცესი, თავისუფლების ბარბაროსული სატყუარა (ქაოსი, როგორც ეს ქაოსს ესმის).
ამ არაამქვეყნიური სახეობისთვის, ან ,,მესამე სქესისთვის“, les enfants savages, ფანტაზია და წარმოსახვა ჯერ კიდევ განუსხვავებელია. აღვირახსნილი თამაში: ერთდროულად ჩვენი ხელოვნების წყარო და მთელი რასის უიშვიათესი ეროსი.
გულში უწესრიგობის ჩახუტება, როგორც სტილის წყაროსა და ავხორცობის საწყობის, ფუნდამენტურია ჩვენი უცხო და ოკულტური ცივილიზაციისთვის, ჩვენი კონსპირაციული ესთეტიკის, ჩვენი შეშლილი შპიონაჟის – ეს მოქმედება (თვალი გაუსწოროთ მას) ან რაღაც ტიპის რომელიმე ხელოვანის, ან ათი თუ ცამეტი წლის ბავშვის მოქმედებაა.
ბავშვები, რომელთა გამჭვირვალე გრძნობებიც მათ მშვენიერ სიამოვნებათა საუცხოო გრძნეულებაში იტყუებს, ასახავენ რაღაც მეტად ველურსა და უხეშს თავად რეალობის ბუნებაში: ბუნებრივი ონტოლოგიური ანარქისტები, ქაოსის ანგელოზები – მათი ჟესტები და სხეულთა სურნელება მათ გარშემო ყოფნის ჯუნგლებს ავრცელებს, წინასწარმეტყველურ ტყეს სავსეს გველებით, ნინძების იარაღით, კუებით, ფუტურისტული შამანიზმით, წარმოუდგენელი უწესრიგობით, ფსლით, მოჩვენებებით, მზის სინათლით, ნძრევით, ჩიტების ბუდეებითა და კვერცხებით – მხიარული აგრესია კვნესასრულთა მდაბალ სიბრტყეთა წინააღმდეგ, რომლებსაც არ ძალუძთ მოიცვან არც დამანგრეველი ეპიფანიები და არც შექმნილი ანტიკური ფორმით, რომელიც მყიფეა კია, თუმცა საკმარისად მჭრელი რომ მთვარის შუქი გასეროს.
და მაინც, ამ მდაბალი, მიყრუებული განზომილებების ბინადრებს გულწრფელად სჯერათ, რომ ისინი აკონტროლებენ ველური ბავშვების ბედისწერას, და აქ, ქვემოთ, ასეთი მანკიერი რწმენები მართლაც ძერწავენ შემთხვევითობის არსის უდიდეს ნაწილს.
ერთადერთნი, ვისაც სინამდვილეში სურს გაიზიაროს ამ ველური გაქცეულებისა თუ მცირერიცხოვან პარტიზანთა თავქარიანი ბედისწერა, ნაცვლად იმისა, რომ მბრძანებლობდეს მათზე, ერთადერთნი, ვისაც ესმის, რომ მოფრთხილება და გათავისუფლება ერთი და იგივე მოქმედებაა, უმეტესად ხელოვანები, ანარქისტები, პერვერტები, ერეტიკოსები, განცალკევებული ჯგუფები არიან (ერთმანეთისგანაც ისევე დაშორებულნი, როგორც დანარჩენი სამყაროსგან), ან ისეთები, რომლებსაც მხოლოდ ისე შეუძლიათ შეხვედრა, როგორც ველურ ბავშვებს შეეძლებოდათ: სადილის მაგიდასთან მზერების გადაჯაჭვით, მაშინ როცა უფროსები ნიღბებს უკან ბოდავენ.
ზედმეტად პატარები Harley-ის ჩოპერებისთვის, სკოლიდან გარიცხულნი, ბრეიქდანსერები, ძლივს წამოზრდილი პოეტები ბრტყელი, დაკარგული სარკინიგზო ქალაქებიდან, მილიონი ნაპერწკალი, რემბოსა და მაუგლის ცაში აჭრილი რაკეტებიდან – მოხდენილი ტერორისტები, რომელთა ჭრელი ბომბებიც პოლიმორფული სიყვარულისა და პოპულარული კულტურის ძვირფასი ნამსხვრევებითაა დატენილი, პანკი იარაღის მსროლელები, რომლებიც ყურების გახვრეტაზე ოცნებობენ, ანიმისტი ველოსიპედისტები, რომლებიც კალისფერი შებინდებისას მიჰქრიან შემთხვევითი ყვავილებით მოფენილ სოციალური დახმარების ქუჩებში, სეზონს აცდენილი ბოშა წყლის შაშვები, ძალის ტოტემების, ხურდისა და პანტერას პირივით ბასრი დანების ირიბად მომღიმარი ქურდები. ჩვენ მათ ყველგან ვგრძნობთ. ჩვენ ვაქვეყნებთ შეთავაზებას, გავცვალოთ საკუთარი lux et gaudium-ის გახრწნილება მათ სრულყოფილ, ნაზ სიბინძურეზე.
მაშ, გაიგეთ ეს: ჩვენი შემეცნება, ჩვენი გათავისუფლება მათზეა დამოკიდებული. არა იმიტომ, რომ ვბაძავთ ოჯახს, ამ „სიყვარულის ძუნწებს“, რომლებიც მძევლებს ბანალური მომავლისთვის ინახავენ, და არც სახელმწიფოს, რომელიც ყველას გვმოძღვრავს რათა მოსაწყენი „სარგებლიანობის“ მოვლენათა ჰორიზონტს ქვემოთ ჩავიძიროთ. არა. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ და ისინი, ველურები, ერთმანეთის ხატებები ვართ, ერთმანეთთან დაკავშირებულნი და შემოსაზღვრულნი იმ ვერცხლის ჯაჭვით, რომელიც უფერულ სენსუალობას, ტრანსგრესიასა და ხილვის საზღვარს განსაზღვრავს. ჩვენ ერთი და იგივე მტრები გვყავს და ჩვენი გამარჯვებისკენ გაქცეული გზებიც ერთია: ბოდვითი და აკვიატებული თამაში, რომელსაც მგლებისა და მათი შვილების აჩრდილოვანი ბრწყინვალება კვებავს.
სამყაროს თამაში სურს. ისინი, ვინც ამაზე უარს ამბობენ მშრალი სულიერი სიხარბის გამო და წმინდა ჭვრეტას ირჩევენ, ადამიანურობას კარგავენ. ისინი, ვინც უარს ამბობენ ბრიყვული ტანჯვის გამო, ისინი, ვინც ყოყმანობენ, ღვთაებრიობის შანსს კარგავენ. ისინი, ვინც საკუთარ თავს იდეების ბრმა ნიღბებად ძერწავენ და აქეთ-იქით ფართხალებენ, რათა საკუთარი სიმყარის რაიმე მტკიცებულებას მიაგნონ, ბოლოს მკვდრების თვალებით იწყებენ ყურებას.
ჯადოქრობა: გაფართოებული ცნობიერების, ანუ არა-ჩვეულებრივი აღქმის, სისტემური კულტივირება და მისი გამოყენება ქმედებებისა და საგნების სამყაროში, სასურველი შედეგების მისაღწევად. აღქმის თანდათანობითი გახსნა ნელ-ნელა განდევნის ცრუ „მე“-ებს, ჩვენს კაკაფონიურ აჩრდილებს – შურისა და სისხლისგების „შავი მაგია“ საკუთარ შემოქმედს უბრუნდება, რადგან სურვილის იძულება შეუძლებელია. იქ, სადაც ჩვენი სილამაზის ცოდნა ludus naturae-თან თანმდება, ჯადოქრობა იწყება.
არა, არც კოვზების მოღუნვა, არც ჰოროსკოპები, არც ,,Golden Dawn“, არც ვითომ შამანიზმი, არც ასტრალური პროექცია, არც სატანური მესა. თუ აბდაუბდა გსურთ, ნამდვილს მიაკითხეთ: ბანკებს, პოლიტიკას, სოციალურ მეცნიერებას და არა ამ სუსტ ბლავატსკიანურ სისულელეს.
ჯადოქრობა გარშემო ფსიქიკურ/ფიზიკურ სივრცეს იქმნის, ან გზას ხსნის სივრცისკენ, სადაც გამოხატვა არაფრითაა შებოჭილი – ყოველდღიური ადგილის მეტამორფოზა ანგელოზურ სფეროდ. ეს მოიცავს სიმბოლოებითა (რომლებიც ამავე დროს საგნებიც არიან) და ადამიანებით (რომლებიც ამავე დროს სიმბოლურებიც არიან) მანიპულირებას – არქეტიპები ამ პროცესისთვის ლექსიკას გვაწვდიან და ამიტომ მათ ისე ეპყრობიან, თითქოს ერთდროულად ნამდვილებიც იყვნენ და არანამდვილებიც, სიტყვების მსგავსად. წარმოსახვითი იოგა.
ჯადოქარი უბრალო რეალისტია: სამყარო რეალურია. მაგრამ მაშინ ცნობიერებაც რეალური უნდა იყოს, რადგან მისი შედეგები ასე ხელშესახებია. უგრძნობს ღვინოც უგემურად ეჩვენება, მაშინ როცა ჯადოქარი წყლის უბრალო ცქერითაც შეიძლება დათვრეს. აღქმის ხარისხი განსაზღვრავს თრობის სამყაროს, მაგრამ მის შესანარჩუნებლად და სხვებისთვის გასაზიარებლად გარკვეული სახის მოქმედებაა საჭირო: ჯადოქრობა. ჯადოქრობა ბუნების არც ერთ კანონს არ არღვევს, რადგან ბუნების კანონი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ natura naturans-ის სპონტანურობა, დაო. ჯადოქრობა არღვევს მხოლოდ იმ კანონებს, რომლებიც ამ დინების შებორკვას ცდილობენ. მღვდლები, მეფეები, იეროფანტები, მისტიკოსები, მეცნიერები და ვაჭრები ერთხმად აცხადებენ ჯადოქარს მტრად, რადგან იგი მათი მასკარადული ძალაუფლებას, მათი მოჩვენებითი ქსელის სიმტკიცეს ემუქრება.
ლექსს შეუძლია შელოცვასავით იმოქმედოს და პირიქითაც, მაგრამ ჯადოქრობა უარს ამბობს მხოლოდ ლიტერატურული მეტაფორა იყოს. ის ამტკიცებს, რომ სიმბოლოებმა მხოლოდ პირადი ეპიფანიები კი არა, მოვლენებიც უნდა წარმოშვან. ეს კრიტიკა არ არის, არამედ ხელახლა ქმნაა. იგი უარყოფს ყოველგვარ ესქატოლოგიასა და გაქრობის მეტაფიზიკას, ყოველგვარ ბუნდოვან ნოსტალგიასა და მკვეთრ ფუტურიზმს, აწმყოს პაროქსიზმის და თანაყოფნის ფლობის სასარგებლოდ.
საკმეველი და ბროლი, ხანჯალი და ხმალი, კვერთხი, სამოსი, რომი, სიგარები, სანთლები, ბალახები, ვით გამომშრალი სიზმრები – უმანკო ბიჭი, რომელიც მელნით სავსე ჯამში იყურება. ღვინო და განჯა, ხორცი, იანტრები და ჟესტები. სიამოვნების რიტუალები, ჰურიებისა და საკების ბაღი. ამ გველებსა და კიბეზე აცოცებული ჯადოქარი აღწევს იმ წამს, რომელიც მთლიანად საკუთარი ფერებითაა გაჯერებული, სადაც მთები მთებია და ხეები ხეები, სადაც სხეული მთელ დროდ იქცევა, ხოლო შეყვარებული მთელ სივრცედ.
ონტოლოგიური ანარქიზმის ტაქტიკა ამ საიდუმლო ხელოვნებაშია ფესვგადგმული – ონტოლოგიური ანარქიზმის მიზნები კი მის აყვავებაში ვლინდება. ქაოსი თავის მტრებს წყევლის, ხოლო ერთგულებს აჯილდოებს… ეს უცნაური, გაყვითლებული, ფსევდონიმით გამოცემული და მტვრით დაფარული პამფლეტი ყველაფერს ამხელს… გამოიწერეთ იგი მარადისობის ერთი გახლეჩილი წამის ფასად.
კომენტარი: ჰაკიმ ბეი (პიტერ ლამბორნ უილსონი, 1945-2022) ამერიკელი ანარქისტი ფილოსოფოსი, ესეისტი და პოეტი. იგი ცნობილია ავტონომიური ანარქიზმის, მისტიციზმის, სუფიზმისა და კულტურული თეორიის შესახებ ნაშრომებით. მისი ყველაზე გავლენიანი წიგნებია Temporary Autonomous Zone (TAZ), Immediatism და Pirate Utopias. ბეი იკვლევდა თავისუფლების ალტერნატიულ ფორმებს, წარმოსახვის პოლიტიკას, პოეტურ აჯანყებასა და სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი (ო)კულტურული სივრცეების შესაძლებლობებს.