ავტორებისთვის

ონლაინ გამოცემა

„სიტყვების“ ონლაინ გამოცემა ღიაა ავტორებისთვის. რედაქცია განიხილავს სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ტექსტებს — პოეზიას, პროზას, თარგმანს, ესეისტიკას, კრიტიკულ და თეორიულ ნაშრომებს.

„სიტყვები“ დამოუკიდებელი სარედაქციო ინიციატივაა, რომლის საქმიანობაც არაკომერციულ საფუძველზე ხორციელდება. შესაბამისად, შემოსული მასალების განხილვას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. წინასწარ გიხდით მადლობას მოთმინებისა და გაგებისთვის.


ბეჭდური ჟურნალი

ბეჭდური ჟურნალის თითოეული ნომრისთვის რედაქცია აცხადებს ტექსტების მიღებას წინასწარ განსაზღვრული თემატური კონცეფციის ფარგლებში.


ჟურნალის მეორე ნომრის თემაა „ტექსტის პოლიტიკა“. ნომრის ფარგლებში გვსურს გავიაზროთ ტექსტი, როგორც პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პრაქტიკა; ვიკვლიოთ ენისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართება, ლიტერატურული წარმოების პირობები, ტექსტის იდეოლოგიური განზომილებები და მისი შესაძლებლობები არსებული წესრიგის კრიტიკისა და გარდაქმნის პროცესში.


მასალები, ავტორის მოკლე ბიოგრაფიასთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:

sitkvebiwords@gmail.com

ახალი გამოცემა
ახალი გამოცემა
[mc4wp_form id="314"]
ანტონენ არტო - ჰელიოგაბალი