სოფო ჯორჯაძე – დროის ფლუიდურობა მე-20 საუკუნის ფრანგულ ლიტერატურასა და კინოში

+კვლევა2026-08-26166 Views

შესავალი

მე-20 საუკუნე არის ეპოქა როგორც განადგურების, ისე ახალი აღმოჩენებისა და განვითარების. დასავლური სამყარო თვითდესქტრუქციულ რეჟიმში არსებობისას, აღმოაჩენს ხელოვნების ახალ დარგს, გადახედავს არსებულ ფილოსოფიას, განავითარებს ყველა დროისთვის საინტერესო კონცეფციებს და წამოიწყებს ახალ ექსპერიმენტებს ლიტერატურასა და ნარაციაში. საფრანგეთი დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული აქტორია, რომელიც ასევე ჩართული იყო ახალი ცოდნის მიღებისა თუ ძველი ცოდნის გაფართოების პროცესში ფილოსოფიისა და ხელოვნების მეშვეობით.

საუბრები დროის შესახებ არასდროს ამოწურულა და არასდროს გამოუწვევია გულგრილობა ეპოქის მხრიდან. ის საინტერესოა არა მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის ან ხელოვანებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, იქნება ის დაბადებული საათის გამოგონებამდე, თუ მის შემდეგ. სამყარო გვთავაზობს დროის აღქმის სხვადასხვა მოდელებსა თუ სტრუქტურებს, თუმცა ერთადერთი დრო, რომელიც ადამიანისთვის ნაცნობია, ეს არის სუბიექტური, პირადი დრო. არალინეარულ და არაობიექტურ დროს, რომელიც პერსონალური გამოცდილებებისა და აღქმების არქივს წარმოადგენს, ეწოდება ფლუიდური დრო და მასში არ იგულისხმება კალენდრული, რიცხვით მნიშვნელობაში გადაყვანილი განზომილება.

ნაშრომში განხილულია მე-20 საუკუნის ფრანგულ ფილოსოფიაში, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში ფლუიდური დროის რაობა, როლი და მნიშვნელობა. ფილოსოფიიდან წარმოდგენილია ანრი ბერგსონის, ჟილ დელიოზის და როლან ბარტის თეორიები, ლიტერატურიდან – მარსელ პრუსტის ‘’დაკარგული დროის ძიებაში“, ხოლო კინემატოგრაფიიდან ალენ რენესა და ლუის ბუნუელის ფილმები. ამგვარად, მკითხველი გაეცნობა ეპოქის განწყობებს დროის შესახებ და იმას, თუ როგორ მოხდა ამ განწყობების ხელოვნებაში სხვადასხვა ფორმით ინტეგრაცია.

 

ნაშრომი სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0 Votes: 0 Upvotes, 0 Downvotes (0 Points)

ჟურნალი

Search
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...