ფედერიკო გარსია ლორკა – ტკბილი წუხილის სონეტი

პოეზიათარგმანიივნისი 15, 202614 Views

თარგმნა ანრი კიკნაველიძემ

მე მეშინია, არ დავკარგო ის სასწაული,
ნაქანდაკები შენი თვალები რომ ასხივებენ
და ის ნიშანი, ღამე ლოყაზე ნაზი ჩურჩულით
მაგ შენი სუნთქვის ყვავილები რომ მიტოვებენ.

მე მწუხარე ვარ, ამ ნაპირთან ეულად მყოფი,
მხოლოდ ღერო ვარ, ტოტებიც კი არ გამაჩნია.
აღარც თიხა მაქვს, არც ყვავილი და არც ნაყოფი,
რომ დავაპურო ჩემი ვნების მშიერი ჭია.

თუ შენ ხარ ჩემი საგანძური გადამალული,
თუ ხარ ტკივილი ცრემლიანი, ხარ ჩემი ჯვარი,
თუ მე ძაღლი ვარ შენი სამეფოს მცველად დაბმული

ნუ წამართმევ, რაც ტანჯვით მაქვს მონაპოვარი
და შემოდგომის ჩემის, უცხოს და მარტოსულის,
ხმელი ფოთლებით მორთე წყალი შენი მდინარის.

0 Votes: 0 Upvotes, 0 Downvotes (0 Points)

დონაცია

Advertisement

Follow
Search
ხშირად ნანახი
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...